ჯეფ ბეზოსი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი საკუთარი ხომალდით კოსმოსში გაემგზავრება

ჯეფ ბეზოსი
ფოტო: The Verge

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის, Blue Origin-ის წარმოების ხომალდით კოსმოსში გაემგზავრება

57 წლის მეწარმე მგზავრობას საკუთარ ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად გეგმავს. 

"ხუთი წლის ასაკიდან მოყოლებული ვოცნებობდი კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს კი ამ უდიდეს მოგზაურობაში ჩემს ძმასთან და საუკეთესო მეგობართან ერთად ვიქნები". 

ფრენა 2021 წლის 20 ივლისს იგეგმება, ზუსტად 15 დღით ადრე კი ის Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის ოფიციალურად დატოვებას გეგმავს. 

იმ შემთხვევაში, თუ მისია წარმატებით განხორციელდება, ჯეფ ბეზოსი ერთდროულად გახდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და კოსმოსური კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც დედამიწას კოსმოსური ხომალდით დატოვებს. 

მსგავსი მიზანი თავად SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკსაც კი არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ბეზოსისა და მასკის ქიშპობა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებისთვის კონკურენცია კი არ არის, არამედ ორივე მილიარდერი "კოსმოსურ რბოლაში" გამარჯვებასაც ცდილობს.

Bloomberg-ის შეფასებით, ბეზოსის ქონება 187 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მასკის ქონება კი $166 მილიარდად.  


ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა

Bloomberg-ის ინფორმაციით, საფონდო ბირჟიდან მიღებულ თანხის უდიდეს ნაწილს ბეზოსი თავის მეორე კომპანიას, Blue Origin-ს მოახმარს, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ის უმთავრესი კონკურენტია.

Blue Origin-ის დაფინანსების მიზნით, 2020 წელს ბეზოსმა თითქმის 10 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. 

2021 წლის ზაფხულში Blue Origin პირველად გაუშვებს ასტრონავტების გუნდს კოსმოსში. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინვესტორებისა და კონტრაქტორების ინტერესი კომპანიისადმი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

კომენტარები