ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსი სატელიტური ინტერნეტის თანამგზავრებს ორბიტაზე გაგზავნის

ამაზონის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი პროგრამა Kuiper-ის ფარგლებში ორბიტაზე ფართოხაზოვანი გლობალური კოსმოსური ინტერნეტის თანამგზავრის 2 პროტოტიპს გზავნის.

პროექტის გეგმით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ორბიტაზე 3200-ზე მეტი თანამგზავრის გაშვება და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის ინტერნეტ მომსახურებით მომარაგება იგეგმება. 

KuiperSat-1 და KuiperSat-2 ორბიტაზე 6 ოქტომბერს ფლორიდის შტატის Cape Canaveral Space Force Station-იდან  ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გააგზავნიან. 

პროგრამა Kuiper 10 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და 2018 წელს დაიწყო.

კომენტარები