კორონავირუსი აშშ-ში

ისტორიაში პირველად, მთელ აშშ-ში, ფედერალური კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადეს

CNN

ახალი კორონავირუსის გამო, ისტორიაში პირველად, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა, იგივე მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ყველა შტატში.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაიომინგში ვირუსით ინფიცირების შემზარავი მაჩვენებელი არაა, ეს დეკლარაცია დაგვეხმარება მოვემზადოთ და საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს რესურსები მობილიზებული", - ამბობს შტატის გუბერნატორი. 

ახალი მდგომარეობა ფედერალურ დაფინასნსებას ხელმისაწვდომს ხდის როგორც შტატისთვის და ადგილობრივი მთავრობებისთვის, ასევე არაკომერციული ორგანიზაციებსთვისაც.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 530 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან 20 608 გარდაიცვალა. ვირუსული ინფექციისგან 30 502 პირი განიკურნა, ხოლო 11 471-ის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კომენტარები