ჩინეთი

ჩინეთმა ამოიღო ძაღლი იმ ცხოველთა სიიდან, რომელთა ხორცის ჭამაც დაშვებულია

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძაღლი იმ ცხოველთა ჩამონათვალიდან ამოიღო, რომლის ჭამაც დაშვებულია. 

"ადამიანური ცივილიზაციის განვითარებისა და ცხოველების მიმართ სიყვარულის ზრდის პარალელურად, ძაღლები ადამიანების კომპანიონებად ჩამოყალიბდნენ და საერთაშორისო დონეზე კლასიფიცირდებიან, როგორც შინაური ცხოველები. აქედან გამომდინარე ჩინეთში ძაღლები აღარ განიხილებიან, როგორც პირუტყვი", — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დოკუმენტი განსახილველად 8 აპრილს გამოიტანეს. ჩამონათვალში არსებული ცხოველთა სახეობები მიჩნეულია ფრინველებად და პირუტყვებად, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საკვებში და კომერციული მიზნებისთვის. 

არსებობს ვერსია, რომ ახალი კორონავირუსი ღამურიდან წარმოშვა, რომელიც ადამიანებში ველური ცხოველების ჭამის შემდეგ მოხვდა. სწორედ უხანში მდებარე ველური ცხოველების ბაზრობებიდან გავრცელდა ახალი კორონავირუსი. ამიტომ, თებერვალში ჩინეთმა დროებით აკრძალა ველური ცხოველების საკვები მიზნით გამოყენება და გააუქმა შესაბიმისი ლიცენზიები. ჩინეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აკრძალვა მომავალშიც შენარჩუნდება.

ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია Humane Society International-ის ინფორმაციით, საკვების მიზნით ჩინეთში ყოველწლიურად 30 მილიონამდე ძაღლს და 10 მილიონამდე კატას კლავენ.

კომენტარები