ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან 2 ბათუმშია, 2 ინფექციურში შემოიყვანეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 4 ახალი პაციენტიდან, რომლებსაც COVID 19 დაუდასტურდათ, 2 ბათუმშია მოთავსებული, 2 კი ინფექციურ საავადმყოფოში.

ეზუგბაიას განმარტებით, 4-ვე შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, ეს - შემოტანილი, ე.წ. იმპორტული შემთხვევებია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, დღეს, 9 აპრილი, დილით კლინიკაში ახალ კორონავირუსზე ტესტი 10 პაციენტს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან 50 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

9 აპრილის საღამოს მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში 4 722 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.

კომენტარები