ეკლესია და კორონავირუსი

ბაქრაძე: ადამიანების ჯანმრთელობას დაცვა სჭირდება ყველგან, ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, ტაძარშიც

ტაბულა

"ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას სჭირდება დაცვა ყველგან, ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, ტელევიზიაშიც, ტაძარშიც", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საუბრობს. ბაქრაძე ამბობს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით არის შემოღებული, მაშინ ადამიანების ჯანმრთელობას დაცვა სჭირდება ყველგან.

"კანონის აღსრულება არის უნივერსალური და დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო და ხელისფულება იქნება მტკიცედ, ეკლესიაც აუცილებლად ანგარიშს გაუწევს და არავითარი პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ მინისტრები იტყვიან - "რა ვქნათ, ქეჩოთი ხო არ გამოვიყვანთ ეკლესიიდან" - რა თქმა უნდა, მაშინ კანონი არ აღსრულდება. წესების აღსრულებისთვის არანაირი ძალადობა და "ქეჩოთი გამოთრევა" საჭირო არ არის", - ამბობს ბაქრაძე.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ეკლესია კვლავ არ ცვლის ზიარების წესს და აგრძელებს ტაძრებში მრევლის შეკრებას და წირვა-ლოცვის ჩატარებას. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მრევლი დისტანციას იცავს. ქვეყანაში მოქმედი საგანგებო რეჟიმისა და კარანტინის მიხედვით კი აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება, ეკლესიებში მიმდინარე ღვთისმსახურებებს,კი სამზე ბევრად მეტი ადამიანი ესწრება. 

ხელისუფლების წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას არ გამოთქვამენ. ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ როგორ ჩატარდება სააღდმოგო ლიტურგია და შეცვლის თუ არა რამეს საპატრიარქო.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ შესაბამის კიტხვაზე საპასუცოდ თქვა: "წესი ყველასთვის წესია, თუმცა ეკლესიაში შესვლა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არ არის პოლიციის მიმართულება".

კომენტარები