კორონავირუსი

ტრამპი WHO-ზე: დიდი შეცდომა დაუშვეს, ჩინეთზეა ორიენტირებული, საზღვრებზე მცდარი რჩევა მოგვცეს

7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომუნისტურ ჩინეთთან ახლო კავშირზე Twitter-ზე დაწერა და თქვა, რომ ორგანიზაციამ მსოფლიოს მცდარი რჩევა მისცა, როდესაც ვირუსის გავრცელების დროს ქვეყნებს ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვისკენ არ მოუწოდა:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ჩინეთზე ძალიანაა ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?"

[social_embed=https://twitter.com/realDonaldTrump/status/1247540701291638787?s=20]

2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-მ მსოფლიოს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ქვეყნების საზღვრები გახსნილი ყოფილიყო და ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ 31 დეკემბერს, დაახლოებით ერთთვიანი მალვის შემდეგ, ჩინეთის მაღალჩინოსნებმა გაამჟღავნეს, რომ ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, ოფიციალურად ეს 2020 წლის 7 იანვარს დაადასტურეს. ახალ ვირუსზე კი დეტალები ნელ-ნელა იანვრიდან გაამჟღავნეს - ჩინეთმა მხოლოდ 20 იანვარს თქვა, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადიოდა. 

18 იანვარს აშშ-მა ჩინეთიდან ჩამოსული პირების შემოწმება დაიწყო. 31 იანვარს ტრამპმა ჩინეთიდან შემოსვლა აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ტაივანი იყო პირველი, ვინც არც ჩინეთს და არც ჯანმო-ს ენდო და ჩინეთიდან ჩამოსული პირების სკრინინგის ინიციატვით 31 დეკემბერს გამოვიდა. ტაივანი ერთერთერი ლიდერია ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში. ამის მიუხედავად, ჯანმო ჩინეთის წნეხის გამო ტაივანს ორგანიზაციაში არ იღებს.

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობთ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუბეის პროვინციის დედაქალაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინურ ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ, ქვეყანა ამას რასიზმს მიაწერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი განცხადება მოგვიანებით დაგმო.

კომენტარები