გიორგი გახარია

გახარია: მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს:

“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბორის ჯონსონს. დარწმუნებული ვართ, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას, ისევე როგორც ყოველთვის ახერხებდნენ ისტორიულად."

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს 10 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს, 6 აპრილს კი ის გამოკვლევების ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები