ვენესუელა

ვენესუელის სამხედრო ხომალდი გერმანულ საკრუიზო გემს რამდენიმეჯერ დაეჯახა და ჩაიძირა

CNN

ვენესუელის სამხედრო ხომალდი სამგზავრო საკრუიზო გემს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოძრაობდა რამდენიმეჯერ დაეჯახა და ჩაიძირა.

გერმანული საკრუიზო გემის RCGS Resolute-ის მფლობელები ამბობენ, რომ მათი ხომალდი საერთაშორისო წყლებში ცურავდა, როდესაც შეიარაღებული ხომალდი მიუახლოვდა და კურსის შეცვლა მოსთხოვა. მათი თქმით ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ განზრახ დაეჯახნენ. მათი თქმით ვენესუელის სამხედრო ხომალდი მათი გემისათვის მიმართულების შეცვლას და ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში შეყვანას ცდილობდა, თუმცა თავად ჩაიძირა. გერმანული ხომალდი მეტალის სპეციალური ფენით არის დაფარული, რათა ყინულის გაჭრა შეძლოს. შესაბამისად, მან მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო.

ვენესუელამ აღიარა, რომ მათი ხომალდი დაზიანდა, თუმცა მათი თქმით გერმანული გემი მათ ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა და ჰქონდათ ეჭვი, რომ გემზე დაქირავებული სამხედროები იყვნენ. საკრუიზო გემის მფოლობების თქმით კი ხომალდზე მხოლოდ ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. ვენესუელის შეიარაღებული ძალების განცხადების მიხედვით სამძებრო-სამაშველო გუნდმა ჩაძირვის პირას მყოფ ვენესუელის სამხედრო გემზე მყოფთა გადარჩენა შეძლო.

კომენტარები