კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 21 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 530 ადამიანი

Vox

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,040-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში 21 037 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 530 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში ვირუსს 5,632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 10 324 პირი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების და ხელთათმანების ნაკლებობაა.

თეთრი სახლის მიხედვით საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ფედერალურმა სააგენტომ ამ დროისათვის 26 მილიონი ქირურგიული ნიღაბი, 5.2 მილიონი სახის დამცავი ფარი, 22 მილიონი ხელთათმანი, 8,100 სასუნთქი აპარატი და სხვა აღჭურვილობა გადაანაწილა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ამჟამად 10,000 სასუნთქი აპარატი აქვთ. "ისე ჟღერს, თითქოს ბევრია, მაგრამ არ არის,"  - თქვა მან.

კორონავირუსის​ დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა - სულ 1,001,079 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 51,385 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 210,273.

კომენტარები