კორონავირუსი

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება, ერთერთის დედას Covid 19 დაუდგინდა

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ქართული ოცნების ერთერთი დეპუტატის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდგინდა. მას Covid 19-ზე ტესტირება უტარდება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.

"მანამ, სანამ გავიგებდით, რომ დედამისი დაინფიცირებული იყო, გვითხრეს, რომ სიცხე აქვსო [ოცნების დეპუტატს]. მე გადავურეკე პირადად გუშინწინ და - ვმუშაობდი, გაოფლიანებული ვიყავი და ალბათ გავცივდი, სიცხე მაქვსო. არც მიმიქცევია ყურადღება, რადგან არ ვიცოდით დედამისის ამბავი... გუშინ დაგვირეკეს, რომ დაუდასტურდა დედამისს და თვითიზოლაციაში ვართ ყველა, ვინც ვიყავით სხდომაზე" - ამბობს დავით რეხვიაშვილი TV პირველთან საუბარში.

საქართველოში კორონავირუსი 130 ადამიანს აქვს დადასტურებული.

კომენტარები