კორონავირუსი

ტიკარაძე: COVID-19 უცხოეთში მყოფ საქართველოს 35 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯამში კორონავირუსით ინფიცირება უცხოეთში მყოფ 35 საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, მათგან 5 პირი გარდაიცვალა. 

"ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. თუმცა, ეს რიცხვიც, როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთშიც, მზარდია და ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის", - თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა - 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ით საქართველოს ერთი მოქალაქე დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.

კომენტარები