კორონავირუსი

ბოლო 24 საათში ესპანეთში 927 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 7516 ახალი შემთხვევა

1 აპრილს, ახალი კორონავირუსით ესპანეთში 927 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყებიდან, ეს ესპანეთში ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Covid 19-ით ქვეყანაში სულ 9,387 პაციენტი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში ესპანეთში ვირუსული ინფექცია 7516 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში კი, COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 104,118-მდე გაიზარდა, აქედან 22,647 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5852  პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

1 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 930,819 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 193,750, ხოლო გარდაიცვალა 46,781 ადამიანი.

კომენტარები