კრიმინალი

მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მაღაზია გაქურდეს

მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული, სასურსათო მაღაზია გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეული TV ავრცელებს. 

მაღაზიის მეპატრონის თქმით, ზარალი დაახლოებით 4 000 ლარს შეადგენს. წაღებულია პროდუქტი და სალაროდან ფული. 

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები დაგვიანებით მივიდნენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, რადგან ქალმა მონაწილეობა მიიღო წლის თავის რიტუალში, რომელსაც ბოლნისიდან მარნეულში ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული.

კომენტარები