კორონავირუსი საქართველოში

მეუფე იობი: ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, ქრისტიანებს გარდაცვალება არ გვაშინებს

დღეს ახალი შემოტევაა მსოფლიო მასშტაბით, ესაა კორონავირუსი. ჩემი აზრით, ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, როგორც უწოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი გრიპს, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება და უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს და ჩვენ ქრისტიანებს გარდაცვალება არ გვაშინებს. მით უმეტეს, ქართველმა კარგად გამოხატა - მოკვდას ვხმარობთ პირუტყვზე, კი არ მოკვდა - გარდაიცვალა, ამ ქვეყნიდან სხვა სამყაროში გადავიდა. რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ უფრო მეტი იკურნება ამ ავადმყოფობიდან.

ჩვენ გვყავს ახლობლები უცხოეთში, რომლებიც საავადმყოფოშიც კი არ მისულან, სახლში მკურნალობდნენ და განიკურნენ. დღეს ფსიქოზური საინფორმაციო საშუალებებია ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით და ანევროზებებნ ადამიანს, ეს მიმართულია რწმენის საწინააღმდეგოდ. თუ ადამიანს მტკიცედ სწამს, მას ვერაფერს დააკლებენ. არიან მცირედ მორწმუნეები, რომლებიც იჯერებენ ამ ყველაფერს, ეშინიათ ტაძარში მისვლის, ხალხთან შეხვედრის, სამწუხაროდ, სასულიერო პირბშიც არიან ასეთები.

ერთერთი მღვდელმთავარი ამბობს ჯვარს არ ემთხვიოთო, რითიც ჩვენ ბოროტ სულებს ვდევნით. ბოროტი სული თვისებაა ადამიანი დაავადოს. ალბათ გაგიგიათ, როდესაც კიბოთი, თუ სხვადასხვა რამით დაავადებული მიდის სასულიერო პირთან, რომელიც უკითხვას საჯანმრთელი პარაკლისს და ის ავადმყოფობა იკურნება.

თუ ადამიანი დანერვოზებულია და ნევროზი გააჩნია, შეიძლება ის ადვილად დაავადდეს, დაპანიკდეს და რწმენით შეიქმნას ის [დაიჯეროს], რომ დაავადებულია კორონავირუსით და მართლაც დაავადდება ასეთი ადამიანი, ხოლო თუ მტკიცე რწმენა გექნება, ჩვენ ვერ დაავვადდებით - რწმენაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

[სტილი დაცულია]

ამბობს ურბნელი მიტროპილიტი, მეუფე იობი ქადაგებისას.

კომენტარები