ანაკლიის განვითარების კონსორციუმში "შემაშფოთებელს" უწოდებენ მთავრობის ინტერესს ფოთის პორტის მიმართ და აცხადებენ, რომ "ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს".
როგორც კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის გადაწყვეტილება, გაეცა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიისთვის მიწათსარგებლობის ნებართვა, "ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება."
კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ მთავრობის "არათანმიმდევრულობა" ინვესტორებსა და კრედიტორებში გაურკვევლობას იწვევს:
"გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს." - ვკითხულობთ განცხადებაში.
მიწათსარგებლობის ნებართვა APM ტერმინალსმა პირველად 2019 წლის მაისში მიიღო - 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.
ხელახალი განცხადებით APM ტერმინალსმა მთავრობას 2020 წლის თებერვალში მიმართა.