ფოთის პორტი

APM ტერმინალი: არ მიგვიღია დოკუმენტი 2 მაისის ბრძანების გაუქმებაზე

Montage Georgia

ფოთის პორტის მმართველი კომპანიის, სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილი კომპანია APM ტერმინალი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, დღის პირველ ნახევარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება გავრცელდა.

"დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან", – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა.

კომენტარები