კორონავირუსი

ექიმი: მარნეულელი პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა, ის ახლა სტაბილურად მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტიდან ორი აპარატულ სუნთქვაზეა – სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. დანარჩენები კი ინტენსიური თერაპიიის განყოფილებებში იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

მან ტელეკომპანია პირველთან მარნეულელ პაციენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე აღარ არის.

"მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. რესპირატორული დისტრესი ჰქონდა და ეს არის უმძიმესი მდგომარეობა მედიცინაში, მაგრამ ამჟამად არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკულიდან არის გამოსული, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ და აღნიშნა, რომ "ქალის გამოჯანმრთელების პერსპექტივა უფრო არის".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, ერთი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი. ქვეყანაში გამოცხადებულია "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი" და ე.წ კომენდატის საათი.

კომენტარები