კორონავირუსი

ჯონსონი: ჩვენ კორონავირუსს ერთად დავამარცხებთ, დარჩით სახლში

"ჩვენ ამას ერთად დავამარცხებთ" - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ტვიტერზე. ჯონსონს კორონავირუსი გუშინ, 27 მარტს დაუდასტურდა

"მადლობა ყველას, ვინც აკეთებს იმას, რასაც ვაკეთებ მე - მუშაობს სახლიდან და ოჯახიდან ოჯახზე ვირუსის გადაცემას აჩერებს. ჩვენ ამას ერთად დავამარცხებთ. დარჩით სახლში და გადაარჩინეთ სიცოცხლეები", - წერს ბორის ჯონსონი. 

გუშინ, 27 მარტს, ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, თვითიზოლაციაშია და მსუბუქი სიმპტომები აქვს.  

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 17 089 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 135 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 1019 პირი.  

დიდ ბრიტანთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, დაწესებულებები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად, დღეში ერთხელ სავარჯიშოდ, სამედიცინო საჭიროებისთვის ან სამსახურში წასასვლელად ( თუ სახლიდან მუშაობა შეუძლებელია) შეუძლიათ.

კომენტარები