კორონავირუსი საქართველოში

მეუფე გრიგოლი: იმის თქმა, რომ "მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი", არ არის სწორი

როცა ადამიანთა ხორციელ სნეულებებსა და მათ დაძლევაზე ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ეგების, არცკი შეიძლება მედიცინისა და ღვთისმეტყველების, მკურნალობისა და ღვთისმსახურების დაპირისპირება, ანუ მათი კონფრონტაციულ რეჟიმში განხილვა და წარმოჩენა. თქმა იმისა, რომ "რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო", ან კიდევ, "მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი", არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი.

ამასვე ადასტურებს ძველი აღთქმაც: უფალმა შექმნა მკურნალიცა და წამალიც და მისცა მათ ძალა კურნებისა. გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ... ("სიბრძნე ზირაქისა", თავი 38, 1-4).

მკურნალნი არიან ასევე ახალი აღთქმის წმიდანთა შორისაც, რომელნიც არა მხოლოდ სულიერი, არამედ სხეულებრივი წყლულებისა და უძლურებისგან გაკურნებაში ეხმარებოდნენ და დღესაც ეხმარებიან ადამიანებს. გავიხსენოთ, წმიდა სერაფიმ საროველი, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა მორწმუნეთ, რომ სათანადოდ დაეფასებინათ მკურნალის ხელოვნება, რადგან მას სწადია სნეულთა გამოჯანმრთელება!

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ახალი კორონავირუსის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრულ შეზღუდვებს.

კომენტარები