ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდამსხმელმა მამაკაცმა ყველა ბრალდება აღიარა

REUTERS

26 მარტს ახალ ზელანდიაში ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდამსხმელმა მამაკაცმა, ბენტონ ტარანტსმა 51 მკვლელობის, 40 მკვლელობის მცდელობის და ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალდება აღიარა. ამ დრომდე ის ბრალდებებს უარყოფდა.

მოსამართლემ აღიარება სისხლის სამართლებრივი პროცედურების დასრულებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდასხმა 2019 წლის 15 მარტს მოხდა. ტარანტი ნახევრად ავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და თავდასხმას ფეისბუქ ლაივში გადასცემდა.

ტარანტმა თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს.

თავდასხმის შემდეგ ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დიდი ნაწილი აიკრძალა.

კომენტარები