კინო

იტალიაში მოქალაქეები სახლების კედლებზე ფილმებს პროექტორით აჩვენებენ

Film

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო მთელ მსოფლიოში საზოგადოება საკუთარი თავისა და სხვების უსაფრთხოებისთვის სახლში, თვითიზოლაციაში რჩება. 

იტალიაში, ერთმანეთის გასამხნევებლად, მოქალაქეებმა სახლების კედლებზე ფილმების პროექტორით ჩვენება დაიწყეს. 

იმის გამო, რომ კანონის მიხედვით მთლიანი ფილმის ჩვენება აკრძალულია, რომის, ტურინის პალერმოს და რამდენიმე სხვა ქალაქის მაცხოვრებლები აჩვენებენ ნაწყვეტებს ისეთი სურათებიდან, როგორიცაა: Der Himmel uber Berlin, La Dolce vita და The Great Dictator.

ფილმის პროექტორით ჩვენების ვიდეო პენელოპა კრუზმაც გააზიარა:

View this post on Instagram

Mandando mucho amor ❤️ Sending so much love

A post shared by Penélope Cruz (@penelopecruzoficial) on

კომენტარები