სწრაფი ტესტები

წერეთელი: მარნეულის შემთხვევამ დაგვანახა დროული ტესტირების აუცილებლობა

კორონავირუსის ტესტირებაზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა, ჯერ, განცხადებული ფართო პროცესი არ ჩანს.. მარნეულის შემთხვევამ დაგვანახა კონკრეტულ ვითარებაში, კლინიკაში, დროული ტესტირების და შესაბამისი გაიდლაინის (სახელმძღვანელოს) ცოდნის აუცილებლობა.

იმედია, დღეს-ხვალ შემოტანილი ტესტებით აქტიურად გამოიკვლევენ რეგიონის მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა რისკ- ჯგუფებს..

აქვე ვიტყვი, რომ ზოგადად, სათანადო აღჭურვასთან ერთად,  სამედიცინო პერსონალი , ასევე ის სამსახურები, ვინც ხვდება პოტენციურ ვირუსმატარებლებს, ან ხალხთან არიან  ხშირ კონტაქტში- პოლიცია, ჯარი,მომუშავე მაღაზიების, აფთიაქების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურე  პერსონალი..  პირველ რიგში უნდა შემოწმდნენ სწრაფი ტესტებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  უსიმპტომო ან სუსტად გამოხატული ვირუსმატარებლების გამოვლენა და იზოლირება. ეს გარდამტეხი იქნება ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად და ჰოსპიტალური პიკების პრევენციისთვის. 

უკვე ბევრი სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი #ტესტი შეიქმნა მსოფლიოში. კორეამ დაიწყო 10 წუთიანი ტესტების მასობრივი წარმოება კვირაში 300.000 რაოდენობით ექსპორტისთვის. ასევე აშშ, ჩინეთი, ინგლისი და სხვა ქვეყნები დიდი მოცულობებით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის სწრაფ ტესტს. მალე მათი შეძენა ინტერნეტითაც  იქნება შესაძლებელი..

ამიტომ, ახლა უნდა მოხერხდეს სასწრაფოდ მათი შემოტანა და აქტიურად გამოყენება. ამ პროცესის გაჭიანურება სხვადასხვა მიზეზით, არ შეიძლება. და რაც ხარისხს და საიმედოობას შეეხება, ასეთი ტესტების სიის ოფიციალურად გამოქვეყნება ძალიან ადვილია..."

ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი კორონავირუსის სწრაფი ტესტების შესახებ.

კომენტარები