კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

24 მარტს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.  

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

საქართველოში 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

კარანტინში მყოფთა რაოდენობა 4055-მდე გაიზარდა. ამასთან, მარნეული და ბოლნისი სრულად საკარანტინო ზონად გამოცხადდა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა 

კომენტარები