კორონავირუსი და ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვალისა და დეფიციტის ლიმიტი დროებით გაუქმდა

REUTERS

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დროებით გაუქმდეს სახელმწიფოს ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ლიმიტი.

ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისით დაზიანებული ეკონომიკისთვის მასტიმულირებელი პაკეტების შეზღუდვის თავიდან აცილებაა.

ლიმიტის დროებით გასაუქმებლად წევრი ქვეყნების მინისტრებმა ხმა მისცეს ევროკომისიის წინადადებას, რომლითაც ამოქმედდა სტაბილურობისა და ზრდის პაქტიდან გამოსვლის მექანიზმი.

"ამგვარად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეძლებენ, მიიღონ ყველა სათანადო ზომა კრიზისის სათანადოდ სამართავად," - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

1997 წელს მიღებული პაქტი ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებს, მათმა სახელმწიფო ვალმა არ გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, ბიუჯეტის დეფიციტმა კი მშპ-ს 3%-ს.

კომენტარები