კორონავირუსი

საგამოძიებო: დავხურეთ კომერციული ობიექტი, 600-დან რამდენიმე თანამშრომელს სიცხე აქვს

CNN

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით მუშაობდა.

"ამასთან, შემოსული შეტყობინების თანახმად კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

შესაბამისი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქართველოში კორონავირუსის გამო, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სრულ კარანტინშია მარნეული და ბოლნისი - კორონავირუსი მარნეულში მცხოვრებს დაუდგინდა, რომელმაც რიტუალში მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად. მას სულ მცირე 90 კონტაქტი ჰყავს. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, "იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“.

საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანია ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა - 8.

კომენტარები