ტომ ჰოლანდი

ტომ ჰოლანდი თავს ცუდად გრძნობს და თვითიზოლაციაში პაზლის აწყობით ერთობა

ladbible

Marvel-ის კინოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის შემსრულებელი : ადაიანი-ობობა - ტომ ჰოლანდი თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს. მსახიიობმა ინსტაგრამზე, პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ახველებს და ცუდადაა, თუმცა არ ჰგონია, რომ ახალი კორონავირუსი აქვს. 

ჰოლანდს დაავადებაზე ტესტი ჯერ არ ჩაუბარებია, თუმცა ის პაზლს აწყობს და მეგობრებთან და ძმასთან ერთად სახლში იზოლირდა.. 

"დღეს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. არ მგონია კორონავირუსი მქონდეს, თუმცა თავი დავიზღვიე და ახლა თვითიზოლაციაში ვარ. დღეს პირველი დღეა რაც ცუდად გავხდი. გუშინ თავს კარგად ვგრძნობდი. დღეს გავიღვიძე, ვახველებდი და ძალიან ცუდად ვიყავი." თქვა მსახიობმა ვიდეოში.

კომენტარები