ტომ ჰოლანდი

ტომ ჰოლანდმა გადასაღები მოედნიდან ტონი სტარკის სათვალე და ქსელის სასროლი მოიპარა

ტომ ჰოლანდმა, რომელიც მარველის ფილმებში ადამიან-ობობას თამაშობს, სურათის Spider-man: Far From Home გადასაღები მოედნიდან ტონი სტარკის სათვალე და ქსელის სასროლი მოწყობილობები - ვებ-შუტერები მოიპარა. 

"სახლში ადამიანი-ობობას კოსტუმის ვებ-შუტერების მთელი კოლექცია მაქვს, ოღონდ მარველის ხალხმა ეს არ იცოდა. ასევე ტონი სტარკის სათვალეც მაქვს. კიდევ მთლიანი კოსტუმის წამოღება მინდოდა, მაგრამ საკმაოდ რთულია გადასაღები მოედნიდან ადამიანი-ობობას ფორმაში გამოსვლა" თქვა ჰოლანდმა. 

ამავდროულად მსახიობი ნერვიულობს, რომ სტუდიამ ის მსგავსი საქციელისთვის შეიძლება, დასაჯოს. 

ადამიანი-ობობას ახალი ფილმის გადაღება 2020 წლის ივლისში დაიწყება. 

კომენტარები