საგანგებო მდგომარეობა

გახარია: იმ პირებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას

გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

კომენტარები