ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
"გუშინ 21 ტესტი ჩატარდა პაციენტებზე და ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან უარყოფითი. ახალი შემთხვევა ესპანეთთან ჩამოფრინდა. თვითიზოლაციაში იყო, მისი კონტაქტები ცნობილია და მათი კვლევა და იზოლაცია გრძელდება"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა რომ 2 ახალი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა მათზე მეტ ინფორმაციას არ ფლობს.
მისივე თქმით, იმ პაციენტებს, რომლებიც 15-16 დღეა ინფექციურში იმყოფებიან, პერიოდულად უტარდება ტესტირება და მათი მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია.
"სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის, რაც უკვე ნიშნავს, რომ ალბათ, იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება"- ამბობს ეზუგბაია.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 47 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთი ადამიანი უკვე გამოჯანრთელდა. კარანტინში 1966 პირია მოთავსებული.





