კორონავირუსი

აშშ-ში კაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო მანქანა გაიტაცა

აშშ-ში კაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო მანქანა გაიტაცა. fox news-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა. 

მათივე ცნობით, პოლიციელები ავტომანქანის გაჩერებას ერთერთ მაგისტრალზე, საგზაო წესების დარღვევისთვის აპირებდნენ, თუმცა კაცი არ გაჩერდა. პოლიცია მას დაედევნა და აღმოაჩინა, რომ სატვირთო გატაცებულია. 

კაპიტანმა დერილ ლოფტისმა Associated Press- ს განუცხადა, რომ სატვირთოში ქაღალდის პირსახოცები, ტუალეტის ქაღალდები და სხვა პროდუქტები იყო. პოლიციის თქმით, კაცი არ დააპატიმრეს, რადგან ტვირთის გადაზიდვა ლეგალური იყო, თუმცა კაცი ფურგონის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. 

აშშ-ში და მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის გამო ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა გაიზარდა. 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 577 ახალი შემთხვევა, სულ კი COVID-19-ით 14,366 პირი დაინფიცირდა.

კომენტარები