კორონავირუსი

ახალი კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო

AFP

ახალი კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალი, რომლის გამართვასაც მაისში აპირებდნენ, გადაიდო.

"ამ გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის ჟამს, ჩვენი ფიქრები COVIED-19-ით გარდაცვლილებთანაა და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაავადებას ებრძვის," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ყოველწლიური კინოფესტივალი 12 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით უნდა გამართულიყო.

ორგანიზატორები ივნისის ბოლომდე ფესტივალის გამართვის თარიღებს განიხილავენ.

საფრანგეთში კორონავირუსის გამო ყველა რესტორანი, კლუბი და კინოთეატრი დახურეს.

ამ დროისთვის საფრანგეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 10 995 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 372 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია - 602.

19 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 242 345 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 996 , გამოჯანმრთელებულია 86 714.

კომენტარები