კორონავირუსი

მონაკოს პრინცს ალბერტ II-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

Los Angeles Times

მონაკოს პრინცს ალბერტ II-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მონაკოს სასახლის მიერ 19 მარტს გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშნული, პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი არ არის.

62 წლის პრინცი მუშაობას თავისი სახლიდან აგრძელებს და მას პრინცესა გრეისის საავადმყოფოს ექიმები მეთვალყურეობენ.

ალბერტ II მონაკოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სოციალური კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანონ.

"მხოლოდ ამ შემაკავებელი წესების მკაცრი დაცვა გააჩერებს კორონავირუსის გავრცელებას," - ვკითხულობთ სასახლის მიერ გავრცელებულ წერილში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრინცის სასახლე რეგულარულად გაავრცელებს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ.

16 მარტს ახალი კორონავირუსი მონაკოს პრემიერმინისტრს, სერჟ ტელესაც დაუდასტურდა.

მონაკოში ახალი ვირუსი სულ 9 ადამიანს დაუდასტურდა.

მსოფლიოში კორონავირუსი 230 051 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 388, გამოჯანმრთელებულია 86 256.

კომენტარები