კორონავირუსი

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი: 10 წლის სამყოფი ტუალეტის ქაღალდი გვაქვს, მთელი ქვეყნისთვის

The Irish Times

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუთმა კორონავირუსის ფონზე საზოგადოება დაამშვიდა, რომ ტუალეტის ქაღალდების ნაკლებობა არ არის. 

"მთელი ქვეყნისთვის ათი წლით საკმარისი [ტუალეტის ქაღალდია]," - განაცხადა მან. რუთმა თქვა, რომ საპირფარეშოთი სარგებლობას კიდევ ათი წლის განმავლობაში შეძლებენ.

პრემიერმინისტრი სუპერმარკეტს ესტუმრა და იქ მომუშავე პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა - "მათ ისინი კვლავ თაროებზე აქვთ".

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მთავრობები თავიანთ მოსახლოებას სოციალური დისტანციის დაჭერას ურჩევენ, ზოგან კარანტინია გამოცხადებული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის ნაწილი სურსათსა და საყოფათცხოვრებო ნივთებს იმარაგებს.

ამჟამად ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 76 პირი, გამოჯანმრთელებულია 2.

მსოფლიოში კორონავირუსი 229 881 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 377, გამოჯანმრთელებულია 86 254.

კომენტარები