ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

20 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V მიკრორაიონის, მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების, გიორგი ავალიშვილის, ალეკო გობრონიძის და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობივ), თეთრი ხევის დასახლების, შუამთის, თენგიზ ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები