კორონავირუსი

ტრამპი კორონავირუსზე: მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა, მას უხილავი მტერი ჰქვია

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მსგავსად მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 120 ქვეყანაშია ახალი კორონავირუსი - "ეს უხილავი მტერია, სწორედ ესაა".

მისი თქმით, ექიმები, ექთნები და ამ საქმეში ჩართული ყველა პირი უდიდეს საქმეს აკეთებდა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას კარგი ჰიგიენის დაცვის, ხელების რეგულარული დაბანისა და სოციალური დისტანციის დაჭერისკენ.

"მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გასაოცარი საქმისთვის, რასაც თქვენ ყველანი აკეთებთ... ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ," - განაცხადა ტრამპმა ამერკელებისადმი მიმართვაში.

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუჰანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

ახალი კორორნავირუსის შემთხვევა უკვე აშშ-ის ყველა შტატში დადასტურდა.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 9 464 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 155 პირი, გამოჯანმრთელებულია 108.

მსოფლიოში კორონავირუსი 225 254 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 276, გამოჯანმრთელებულია 85 831.

კომენტარები