კორონავირუსი

ეზუგბაია: 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას თანმხლები დაავადება აქვს

Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, ერთერთი პაციენტი 80-წელს გადაცილებული ქალია და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით და შესაძლოა, მისი მდგომარეობა დამძიმდეს და პროგნოზი გახდეს "არაკეთილსაიმედო".

ეზუგბაიას თქმითვე, მეორე პაციენტს, ჰიპერტონული დაავადება აქვს და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება და გართულება ნებისმიერ პერიოდში. მესამე პირის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიამ დინამიურად გაუარესება აჩვენა. 

"იმედი გვაქვს რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება მაგრამ პროგნოზულად ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად კვლავ დაკვირვება სჭირდებათ და გამოსავალზე საუბარი"- ამბობს ეზუგბაია და აღიშნავს, რომ სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 40-მდე გაიზარდა. ერთი ადამიანი უკვე გამოჯანრთელდა. კარანტინში 1344 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები