კორონავირუსი

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან ინფექციურში 2 პაციენტი გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 4 ახალი შემთხვევიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისივე თქმით, ისინი ერთერთი დადასტურებული პაციენტის კონტაქტები არიან. 

"გუშინ, 21 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი. აქედან 19-ზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ და 2 დადასტურდა. ოთხი ახალი შემთხვევიდან ინფექციურში ორი პაციენტია მოთავსებული. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით, სადღაც 37-დან 37.5-მდე. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია: ესენი არიას ერთერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები. ინფიცირების წყარო დადგენილია"- ამბობს ეზუგბაია და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინფექციურში 30 პაციენტია მოთავსებული, 1 კი ბინაზე გაწერეს და თვითიზოლაციაშია

მისივე თქმით, 11 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი. 

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 38 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნების 1 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.  

კომენტარები