კორონავირუსი

გახარია: პროდუქტის მარაგები არის საკმარისზე მეტი, პანიკის საფუძველი საერთოდ არ არსებობს

ხომ ყველას გვესმის - შეიძლება, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ გამოვიწვიოთ პანიკა და ის, რაც გვქონდა შაბათ-კვირას ანუ გაჩნდეს აბსოლუტურად აუხსნელი მოთხოვნა ელემენტარულ პროდუქტებზე და მივიღოთ შედეგად ის, რომ პანიკური პროცესები შეგვექმნას ორ დღეში, როდესაც ამის საფუძველი საერთოდ არ არსებობს.

მარაგები არის საკმარისზე მეტი, მათი მართვა ხდება ნორმალურად და ამ ქსელებთან გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. რეალურად, ორ დღეში დადასტურდა, რომ პანიკური მოთხოვნების საფუძვლები არ არსებობდა. გავიგე, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული პირობების გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ინდივიდუალური უფლებების სრულად შეზღუდვა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, კორონავირუსის გამო, რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში.

კომენტარები