კორონავირუსი

კორონავირუსის გამო თაჯ-მაჰალი დაიკეტა

GETTY IMAGES

ინდოეთში კორონავირუსის გამო თაჯ-მაჰალი დაიკეტა.  

ინდოეთის კულტურის მინისტრის თქმით, "სიყვარულის მონუმენტს" ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს და მისი დაკეტვა აუცილებელი იყო. 

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 143 მუზეუმი და მონუმენტი დაიხურება, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს. გადაწყვეტილება 31 მარტამდე იქნება ძალაში, შემდეგ კი გადაიხედება.  

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 129 შემთხვევაა გამოვლენილი. 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ინდოეთში კორონავირუსზე ტესტირება 6 000 ადამიანს ჩაუტარდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის არასაკმარისია და ინდოეთმა დღეში ათასობით ტესტი უნდა ჩაატაროს.  

მიუხედავად ამისა, ინდოეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა პანდემიას მომზადებული შეხვდა და, მათი ცნობით, მალე ინდოეთში კორონავირუსზე ტესტირებას კერძო ლაბორატორიებიც ჩაატარებენ. 

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 182 742 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 7 174. გამოჯანმრთელდა 79 883 პირი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები