კორონავირუსი

DIOR, GIVENCHY და GUERLAIN სადენზიფექციო ხსნარებს გამოუშვებენ და უფასოდ გაავრცელებენ

shutterstock

პრემიურ ბრენდების კონგლომერატმა LVMH-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სუნამოების მწარმოებელ ფაბრიკებში ხელის სადენზიფექციო ხსნარები დაამზადოს და ის საფრანგეთში უფასოდ გაავრცელოს.

ხსნარებს LVMH-ის შვილობილი კომპანიები - Christian Dior, Givenchy და Guerlain აწარმოებენ.

LVMH სადენზიფექციო ხსნარების წარმოებას დღეიდან დაიწყებს და მათ საფრანგეთის ჯადაცვის სისტემას უფასოდ გადასცემს, რომლებიც მოგვიანებით ხსნარებით საავადმყოფოებს მოამარაგებენ.

"LVMH-ს სურს დაეხმაროს საფრანგეთს იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტების ნაკლებობა შეიქმნება და ასევე გვსურს, რომ ხალხმა განაგრძოს სწორი მოქმედებები საკუთარი თავის დასაცავად, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LVMH ფრანგული კონგლომერატია, რომელიც 75 ბრენდს, 156 000 დასაქმებულს და მსოფლიოს გარშემო 4 590 მაღაზიას აერთიანებს. კონგლომერატში შედიან ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან - Dior, Givenchy, Kenzo, Moet & Chandon, Bvlgari და სხვები.

16 მარტის მონაცემებით საფრანგეთში კორონავიურისთ ინფიცირების 5 423 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარდაცვლილი კი 127 ადამიანია.

კომენტარები