კორონავირუსი

ნიკოლ ფაშინიანსა და მის ცოლს, ანა აკოფიანს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

RFE/RL

ნიკოლ ფაშინიანსა და მის ცოლს, ანა აკოფიანს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თქვა. 

ნიკოლ ფაშინიანი და ანა აკოფიანი თვიტიზოლაციაში არიან. მიზეზი ანა აკოფიანის ბრაზილიაში ვიზიტია, სადაც ის ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა. 

როგორც ფაშინიანმა თქვა, მაშინ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟაირ ბოლსონარუ შესაძლოა Covid-19-ით იყოს ინფიცირებული, ის და მისი ცოლი სევანში თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 

ჟაირ ბოლსონარუმ მისი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია უარყო.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველომ სომხეთთან, ისევე, როგორც აზერბაიჯანთან მიმოსვლა 10 დღით შეაჩერა.

კომენტარები