კორონავირუსი

ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პირი 14-წლამდეა

Interpressnews

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 27 პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან, 4 პირი 14-წლამდეა. 

ეზუგბაიას თქმით, 5 პირი, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37.2. დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული", - თქვა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 27 ადამიანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, 3 კი საჩხერის საავადმყოფოში.

კომენტარები