ჩვენ მცირე ბაზარი ვართ და რომ არა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, ასე ვერ განვვითარდებოდით. დღეს ჩვენი ქვეყანა ექსპორტსა და ტურიზმზე აკეთებს გათვლას და ეს ორი დარგია, რომელიც გარკვეული დარტყმის ქვეშ დგას. აქვე უნდა ითქვას, რომ კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების სხვადასხვა ქვეყანაში იქნება სხვადასხვა. თუმცა, როგორც ახლო წარსული გვიჩვენებს, ჩვენი ეკონომიკა კარგად უძლებს გარე შოკებს, მაკროეკონომიკური ვითარება არის საკმაოდ სტაბილური...
იანვრის სტატისტიკა რომ ავიღოთ, ტურიზმის განვითარების ტრაექტორია იყო არაჩვეულებრივად დადებითი, 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი და ექსპორტში 10%-იანი ზრდა გვქონდა. იანვარში, როცა მსოფლიო უკვე იყო კორონავირუსის დარტყმის ქვეშ, საქართველოში გარკვეული პოზიტიური ინერცია გრძელდებოდა...
...რაც შეეხება თებერვალს, წინასწარი მონაცემებით, რა თქმა უნდა, სახარბიელო სტატისტიკა არ გვექნება. როგორც მინიმუმ, არ გაიზრდება საერთშორისო ვიზიტორების რიცხვი და ეს ჩვენი გამიზნული პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, დროებით ვკეტავთ ვირუსის ქვეყანაში გავრცელების ყველა გზას





