ჰარვი ვაინშტაინი

ცნობილი მსახიობები ჰარვი ვაინშტაინის დაპატიმრებას გამოეხმაურნენ

ABC News

ამერიკელ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

ვაინშტაინის დაპატიმრებას არაერთი ცნობილი მსახიობი გამოეხმაურა:

პატრიშა არკეტი

"მადლობა როზანა არკეტს, როუზ მაკგოუვენს, მირა სორვინოს და ყველას, ვისაც არ შეეშინდა საკუთარი კარიერისა და რეპუტაციის ფასად ვაინშტაინის საშინელ ქმედებებისთვის წერტილი დაესვა. მადლობა ყველა უშიშარ მსხვერპლს."

რიზ უიზერსპუნი

"დღეს ისტორიული მომენტია. მადლობას ვუხდი ყველა ქალს და კაცს ვინც ვაინშტაინი ძალადობაში ამხილა. ეს ისტორია გვაძლევს რწმენას რომ ამერიკული სასამართლო სისტემა მუშაობს და მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ძალადობის მსხვერპლებს დაუჯერებენ და სამართლიანობა იზეიმებს. მადლობა ყველა ჟურნალისტს, ვინც წინააღმდეგობისა და მუქარის მიუხედავად  მსხვერპლთა ისტორიებს გვიყვებოდა და სკანდალს ფარდა ახადა."

აზია არჯენტო

"სამართლიანობა ზეიმობს. ლოს-ანჯელესის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა - 23-წლიანი პატიმრობა. მადლობა ყველა ძლიერ ქალს, რომელიც სამყაროს შეცვლას ცდილობს."

ჯონ კიუსაკი

"იმედი მაქვს ჩვენი დები, რომლებმაც უდიდესი სიმამაცე გამოიჩინეს, სამართლიანობასა და დაცულობას გრძნობენ. მდიდარმა და გავლენიანმა ადამიანმა ვერ დაამარცხა სასამართლო სისტემა."

ჯიმ კერი

მსახიობმა ჰარვი ვაინშტაინის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები