ერაყი

აშშ-მა ერაყში ირანის მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

Getty Images

აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ეს პასუხი იყო იმ სარაკეტო თავდასხმაზე, რასაც 12 მარტს ერაყში აშშ-ის ბაზაზე ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ირანის მიერ მართული ჯგუფი ქათა'იბ ჰეზბოლა არის ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც წარსულში ამ მასშტავის არაპირდაპირი თავდასხმა განუხორციელებია აშშ-ის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ ერაყში." განუცხადა სენარის კომიტეტს გენერალმა კენეთ მაკენზიმ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა.

"აშშ არ შეეგუება მსგავს თავდასხმებს ჩვენს ხალხზე, ჩვენს ინტერესებზე და ჩვენს მოკავშირეებზე. ჩვენ ჩვენი ძალების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ." თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა.

მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით აშშ-ის დარტყმებისას მოკლულია 26 ადამიანი.

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

კომენტარები