კორონავირუსი

კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა, ტრუდო თვითიზოლაციაშია

Dave Chan/AFP Getty Images

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლს, სოფი გრეგუარს, კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ტრუდო თვითიზოლაციაში რჩება

კანადის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, სოფი გრეგუარი თავს კარგად გრძნობს და მსუბუქი სიმპტომები აქვს. 

ტრუდო თვითიზოლაციაში 14 დღე დარჩება, მას კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებია, რადგან სიმპტომები არ აქვს. 

"ამავე მიზეზით, ექიმების თქმით, პირები, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა, რისკის ქვეშ არ არიან", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტრუდო თვითიზოლაციაში გუშინ, 12 მარტს გადავიდა, მას შემდეგ, რაც მის ცოლს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. 

კანადაში კორონავირუსით 158 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 1 პირი, გამოჯანმრთელდა 11.

კომენტარები