Marvel

მინისერიალის - The Falcon and The Winter Soldier გადაღებები კორონავირუსის გამო შეჩერდა

theilluminerdi

ახალი კორონავირუსის გამო, მინისერიალის The Falcon and The Winter Soldier გადაღებები შეჩერდა. 

რამდენიმე თვის განმავლობაში სტრიმინგ სერვისი Disney+ და კინოსტუდია Marvel გადაღებებს ატლანტაში აწარმოებდა. 6 მარტს გადამღებმა ჯგუფმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გადაინაცვლა, თუმცა ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირების მომატებულმა მაჩვენებელმა პროექტის ხელმძღვანელებს მინისერიალზე მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიაღებინა.

მინისერიალზე მუშაობა მეორედ შეწყდა. პირველად გადაღებები 2019 წლის იანვარში, პუერტო-რიკოში, მიწისძვრის გამო გაუქმდა.

The Falcon and The Winter Soldier მარველის კინოსამყაროს სპინოფია, რომელიც მეორეხარისხოვანი სუპერგმირების - შევარდენისა და ზამთრის ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს. 

კომენტარები