კორონავირუსი

თურნავა: უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს შევთავაზებთ გარკვეულ ანტიკრიზისულ გეგმას

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრას ორი მიზანი ჰქონდა.

"პირველი, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იქნება ეფექტური და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ, ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი; მეორე ამოცანა იყო ის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა, პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით" - თქვა თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრის დავალებით შეხვედრა გაიმართა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთანაც და დღევანდელი შეხვედრა, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის გაგრძელება იყო.

"რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. შევხვდით სხვადასხვა ზომის სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ პირველი დარტყმა კორონავირუსმა, ამ გლობალურმა გამოწვევამ, მიიტანა ტურიზმის ინდუსტრიაზე,“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, "სახელმწიფოს ამ მიმართულებებით ექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა".

კომენტარები