ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ერთი პირი არის ის, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამი დაინფიცირდა, ანუ ე.წ პაციენტი ნომერი 5, ვინც ნომერ 4-თან ერთად იყო იტალიაში.
"თავის მოვალეობას ასრულებდა, რაღაც სამუშაო შეასრულა და თვითონ როგორც ამბობს, ფული აიღო თავის საქმეში და ვარაუდობს, რომ ფულით შეიძლება გადაედო," - ამბობს ცერცვაძე
ცერცვაძის თქმითვე, კორონავირუსი 5 ისეთ ადამიანს დაუდგინდა, ვინც თვითიზოლაციაში იყო და არის იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომლის ერთი წარმომადგენელიც 8 დღეა ინფექციურ საავადმყოფოში წევს.
"ეს პაციენტები მაშინაც გამოვიკვლიეთ, მაგრამ არ დადასტურდა, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ანუ ინკუბაციური პერიოდი არ იყო გასული და ახლა დაუდასტურდათ," - ამბობს ცერცვაძე.
მისივე თქმით, ბოლო შემტხვევების მიხედვით, ამ დროისათვის არის ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში და მათთან დაკავშირებული შემთხვევები.
ერთი ჯგუფია - ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც იწვა ჩვენთან და ეს 5 ადამიანი არის მასთან დაკავშირებული და მეორე ჯგუფია ის 6 კაცი, რომელიც ნომერ 4-თან ერთად მოგზაურობდა," - ამბობს ცერცვაძე.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური, სულ 4 თუ 5 შემთხვევაა შიგნით გადაცემისდა 23 ადამიანიდან დანარჩენი საზღვარგარეთ დაინფიცირდა.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 23 ადამიანს გამოუვლინდა.





